მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

607d4a411e5fb
BM.GE
19.04.21 13:11
881
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისაგან გამოჯანმრთელების შემდეგ თავს იჩენს სხვადასხვა ჩივილი. სიმპტომების სპექტრი ფართოა და შესაძლოა მოიცავდეს როგორც ახალ, ასევე უკვე არსებულ, COVID-19-ის გახანგრძლივებულ სიმპტომებს.

ევექსი კლინიკების კლინიკურმა გუნდმა, პანდემიის ფარგლებში, შეისწავლა მსოფლიოში პოსტკოვიდ სინდრომის ამ მომენტისთვის არსებული გამოცდილება, რეკომენდაციები და კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის შექმნა პოსტკოვიდ პროგრამა და რეკომენდებული გამოკვლევების ჯგუფები.

პოსტკოვიდ პროგრამის ფარგლებში ევექსი კლინიკების კლინიკური გუნდის მიერ სპეციალური ტრენინგები გაიარა 2000-მდე ოჯახის ექიმმა და სპეციალისტმა. ასევე, ექიმებმა გაიარეს დამატებითი გადამზადება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ექიმი-ინფექციონისტის, ასისტანს-პროგრამის დირექტორის, მამუკა მაჩაიძის, ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმის, ნინა ბაკაშვილის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორის მიერ.

პროგრამის ფარგლებში კოვიდგადატანილი პაციენტები შეძლებენ, გამოიკვლიონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდონ COVID-19-ის გადატანის შემდგომი გართულებები.

პოსტკოვიდ პროგრამაში ჩართვა მომხმარებელს, დაზღვევის პირობის მიუხედავად, 62 ლარიდან შეუძლია. კვლევები მოიცავს 30-მდე ლაბორატორიულ, ექოსკოპიურ გამოკვლევებს და ექიმების კონსულტაციებს. დამატებითი შეღავათები ვრცელდება ევექსი კლინიკებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.

პოსტკოვიდ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი www.postcovid.ge, სადაც მომხმარებელი მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას პოსტკოვიდ სინდრომის, გამოკვლევების და მათი მნიშვნელობის შესახებ. ვებგვერდზე არსებული ქვიზი მომხმარებლებს მისცემს ინფორმაციას ექიმთან კონსულტაციამდე, საორიენტაციოდ, რომელი პოსტკოვიდ გამოკვლევებია მათთვის რეკომენდებული.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი კვლევები დაყოფილია ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ როგორი სიმძიმით გადაიტანა პაციენტმა კოვიდ-19-ის ვირუსი.

• გამოკვლევები A - თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის უსიმპტომო მიმდინარეობით
• გამოკვლევები B - თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი, სიმპტომური მიმდინარეობით
• გამოკვლევები C - ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი COVID-19-ის მსუბუქი/საშუალო მიმდინარეობით
• გამოკვლევები D - პაციენტი COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობით

გამოკვლევების შერჩევა მოხდება ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმის მიერ პაციენტის ანამნეზის და ფიზიკური გასინჯვის შესაბამისად.

პოსტკოვიდ პროგრამაში ჩართვა საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაშია შესაძლებელი. გამოკვლევების ჩასატარებლად აუცილებელია, პაციენტი ჩაეწეროს მისთვის სასურველ ევექსი კლინიკების ოჯახის ექიმთან ქოლცენტრის მეშვეობით 032 2 55 05 05.
(NS)