მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევექსი": ერთ კვირაში დამატებით 110 საწოლი გამოიყოფა

5fbbcc8cbaefb
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.20 19:40
1017
დამატებითი რესურსები არსებობს, ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა - ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება მნიშვნელოვანია, რათა ჰოსპიტალური სერვისი მათ მიიღონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

„ახლა ძირითადი ამოცანა დგას ასე და ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მაქსიმალურად გაეფექტურდეს არსებული გამოყოფილი საწოლები, სადაც რესურსები ჯერ კიდევ არის, რაც ყველაზე მთავარია. ვითარება რთულია, თუმცა მართვასა და კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.