19.მარტი .2020 17:00

"ევექსი" მზადაა, 400 - საწოლამდე კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის გამოყოს

views 324
უკან

შეხვედრა ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად იმუშაოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა და კერძო სექტორმა, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას რა გამოწვევის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა, - ამის შესახებ „ევექსის“ ქსელის დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა, „ევექსის“ ქსელის საავადმყოფოები სრულ მზადყოფნაშია და კლინიკის მედპერსონალს ინტენსიური გადამზადებები და ტრენინგები უტარდება.

„პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს, მედპერსონალს, ვინც ახლა დგას და იმ ადგილას მუშაობს, სადაც მუშაობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია ამ გამოწვევის დასამარცხებლად. დღევანდელ შეხვედრას, რაც შეეხება ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს გამოწვევები სახელმწიფომ და კერძო სექტორმა მაქსიმალურად კოორდინირებულად დაამარცხონ და ეს არის რეალურად ამ წარმატების გასაღები. შეხვედრა ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად იმუშაოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა და კერძო სექტორმა, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას რა გამოწვევის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. „ევექსის“ საავადმყოფოები სრულ მზადყოფნაშია, ასევე მიმდინარეობს ინტენსიური გადამზადებები და ტრენინგები, რათა თუ რომელიმე ჰოსპიტალში მოხვდა ასეთი პაციენტი იმართოს სწორად. იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

მინდიაშვილის თქმით, „ევექსის“ ქსელი მზადაა საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით 300-დან 400 საწოლამდე გამოყოს, სადაც უშუალოდ კორონა ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მოემსახურებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა