მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორია“ - შარლ მიშელი

607ed173d6a73
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.21 17:09
716
"ევროკავშირი საქართველოს უდიდესი დონორი გახლავთ", - ეს განცხადება ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას, კიდევ გააგრძელოს სხვადასხვა მიმართულებით დახმარება მას შემდეგ, რაც არსებული რეფორმები გაგრძელდება და გაღრმავდება.

„200-ზე მეტი მიმდინარე პროექტის ბიუჯეტი 500 მლრდ ევროზე მეტია, რაც ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე - ეს ის სფეროებია, სადაც ევროკავშირი ინვესტირებას ახდენს.

1.8 მლრდ ევროზეა საუბარი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მწვანე ენერგიებზეა მიმართული. ჩვენი მზაობა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც ზემოაღნიშნულ დარგებში რეფორმების გაძლიერებას და გაღრმავებას ვიხილავთ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რთული რეგიონული პრობლემების ფონზე“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ამჟამად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მართავს შეხვედრას.