მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაახანგრძლივოს"

56b19a60899f9
BM.GE
03.02.16 10:09
1169
"ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაახანგრძლივოს", - "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, დონბასში ზავი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. მერკელმა დასძინა, რომ რუსეთს სანქციები მინსკის შეთანხმების ბოლომდე შესრულების შემდეგ მოეხსნება. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები არ უნდა მოეხსნას, რაც, მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმას აყენებს. მან რუსეთს და სეპარატისტებს კიდევ ერთხელ უწოდა აგრესორები, რომლებიც "უკრაინის დესტაბილიზაციას ცდილობენ".