"დღეს რაც სჭირდება ევროკავშირს ჩვენგან, ესაა ერთობის დემონსტრირება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ორი მაგალითი მოიყვანა რა შედეგებს მიაღწიეს, როდესაც საკანონმდებლო საქმიანობაში ოპოზიციის ნაწილი იყო ჩართული.
„სადაც ოპოზიციის ნაწილმა და არასამთავრობო სექტორმა მოახერხა, რომ ყოფილიყო სამუშაო ჯგუფში და მომხდარიყო მსჯელობა, აზრთა გაცვლა, კამათი, ჩვენ საერთო შეთანხმებამდე მისვლას ვახერხებდით. ერთი საკითხი ეხებოდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას, მეორე - საარჩევნო კოდექსს. ორივე ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრებაში. რაც იყო შესათანხმებელი, ვთანხმდებოდით, რაც იყო უარსაყოფი, მასზეც არგუმენტირებულად ვარწმუნებდით ერთმანეთს, თუ რამე საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებდა, აქაც შეთანხმებას ვაღწევდით და შემდეგ განხორციელების გზაზე გადავდიოდით“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან ასევე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში სახალხო დამცველისა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ამიტომ ჩვენი შეთავაზებაც ეს არის, როდესაც პერსონალებზე მიდგება საქმე, არ გავჯიუტდეთ მაინც და მაინც ჩვენს კანდიდატურაზე და უფრო მეტი ვიმსჯელოთ, თუ გნებავთ, გარკვეულწილად ნეიტრალურ კანდიდატურებზე. თუ ამას მოვახერხებთ, რა თქმა უნდა, ის ორი მუხლიც, რომელიც ეხება სახალხო დამცველის არჩევას და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას, გარკვეულწილად მიღწევადი იქნება. ამის მაგალითად მომყავს კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სადაც ეს კონსენსუსი რეალურად მიღწეულია და ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ და ჯგუფმა პარლამენტში ამ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ამ ერთობის დემონსტრირებაა დღეს რაც სჭირდება ევროკავშირს ჩვენგან. იმიტომ რომ ფაქტობრივი მონაცემებით, რეალური, დათვლადი განზომილებებით ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი წინსვლა გვაქვს ევროკავშირთან, როგორც საკანონმდებლო, ასევე მატერიალურად ოპერირების კუთხით. ამ მოცემულობას ყველა დონის კონკრეტული ანგარიშები გვაძლევენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი