მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირში ექსპორტის განვითარებისთვის სახელმწიფომ დიდი რესურსი უნდა დახარჯოს" – ასოციაცია

5e42b67bcdc72
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.20 18:12
1210
"ევროკავშირში ექსპორტის განვითარებისთვის სახელმწიფომ უფრო მეტი რესურსი უნდა დახარჯოს", - ამის შესახებ BM.GE-სთან ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ანა კვარაცხელიამ განაცხადა.

როგორც ანა კვარაცხელია ამბობს, წლების განმავლობაში ექსპორტთან მიმართებაში არსებული პრობლემები არ იცვლება.

"სხვადასხვა კომპანიებს, სხვადასხვა ბაზრებზე, ტექნიკური კუთხით განსხვავებული პრობლემები აქვთ, თუმცა ძირითადი პრობლემებია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხის გაუმჯობესება, გაყიდვები, მუშახელის კვალიფიკაცია, ცოდნის ამაღლება, და ა.შ, რომელთა გადაჭრის გზებზე საუბრისას ერთიანი პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ პრობლემატიკა ძალიან მრავალფეროვანია. არ არსებობს მიმართულება, რაშიც პრობლემა არ არის.

სახელმწიფო, თავის მხრივ, სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს ექსპორტის გაზრდის კუთხით, არა მხოლოდ გასული პროდუქციის პოპულარიზაციის, არამედ ექსპორტის განვითარების მიმართულებით, თუმცა ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ექსპორტი საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, ამას სჭირდება ერთიანი ხედვა და სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ დიდი რესურსის დახარჯვა ექსპორტის განვითარებისთვის", - აცხადებს ანა კვარაცხელია.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი კერძო და საჯარო სექტორს შორის შუალედური რგოლების არსებობის აუცილებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით უწყებები აქტიურად მუშაობენ.

"სოფლის მეურნეობის სამინისტრო – თავისი, ეკონომიკის სამინისტრო კი თავისი მიმართულებით მუშაობს. ამასთან, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პირდაპირი მანდატია ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების განვითარება. აუცილებელია მეტი აქტივობა მეწარმეებთან, მათი პრობლემების გაგება და ლობირება მაღალ ეშელონებში. სააგენტოები ვალდებულნი არიან, კერძო სექტორის მხარე დაიჭირონ და მათი ხმა იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურებში და არა – პირიქით", - ამბობს ანა კვარაცხელია.