მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკომისიის შეფასების პროცესი დასრულდა, რაც საქართველოს EU-ში გაწევრიანების განაცხადთან იყო დაკავშირებული" - შედეგები

63dd27623e6e4
BM.GE
03.02.23 19:30
737
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ვროკომისიის შეფასების პროცესი, რაც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან იყო დაკავშირებული დასრულდა.

მისი თქმით, ევროკომისიის ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის. "შეფასებიდან ჩანს, რომ საქართველო მომზადების დონით კანდიდატ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით უსწრებს”, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

მან ასევე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში პარლამენტის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წლიდან 2022 წლამდე პარლამენტმა 58 ახალი კანონი, 570-ზე მეტ კანონში ცვლილება, 26 საერთაშორისო შეთანხმება და 12 დადგენილება მიიღო, რითაც საკანონმდებლო ორგანომ ამ პროგრესის მიღწევაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

„დასრულდა ევროკომისიის შეფასების პროცესი, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან. შეფასებები სამივე ქვეყანასთან მიმართებით გამოქვეყნდა. უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას პროგრესი ევროკომისიამ დეტალურად შეაფასა იმ კითხვარის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გასული წლის აპრილში შევავსეთ. ეს არის რეალურად ის შედეგი, რაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების დაუღალავი მუშაობის შედეგად ქვეყანამ მიიღო. ამ ანგარიშით გამოჩნდა, რომ საქართველო ცალსახად ლიდერია რეგიონის ქვეყნებს შორის რეფორმების განხორციელების კუთხით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის მოსაზრება მომზადებულია ევროკავშირის გაფართოების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და ევროკავშირთან ქვეყნის თავსებადობას 6 ძირითადი მიმართულებით, 32 სფეროში აფასებს.

„შეფასებიდან ასევე ჩანს, რომ საქართველო მომზადების დონით, ბევრი მიმართულებით, უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს იმ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ეს არის ფუნდამენტური საკითხები და ევროკავშირის შიდა ბაზარი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.