ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრუსელში, დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებენ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ახლა მუშაობს მთავრობა.
„დღეს ჩვენ მივემგზავრებით ბრუსელში. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრუსელში. დელეგაციას პირადად მე ვუხელმძღვანელებ, მინისტრებიც იქნებიან, ბატონი ეკონომიკის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში ჩვენი, მმართველი პარტიის მიერ და რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და მის შესაძლო გავლენებს ზოგადად მთელს რეგიონსა და ევროპაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
6 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი