ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა არ არის, მაგრამ მესამე ტალღის აჩრდილი ჩანს ევროპიდან. ასე უპასუხა ცერცვაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.
საქმე ისაა, რომ გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 897 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დღეს - 687. თენგიზ ცერცვაძის თქმით, გუშინ უფრო დაძაბული და შეშფოთებული იყოს სტატისტიკით, ვიდრე დღეს.
„გუშინ რომ გეკითხათ, უფრო დაძაბული და შეშფოთებული ვიქნებოდი, რადგან იყო მოლოდინი, რომ გუშინდელი 900-მდე შემთხვევა შეიძლებოდა ნახტომისებურად გაქცეულიყო, როგორც ყველას გვახსოვს ნოემბერ-დეკემბერში. დღევანდელი მაჩვენებლით კი გეტყვით, რომ მესამე ტალღა გვიგზავნის სიგნალებს ევროპის ქვეყნებიდან - საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, გერმანიასა და თურქეთში მათი ისტორიული მაქსიმუმები ფიქსირდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, არიან ადამიანები, ვისაც ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა უნდა და ამას სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოხატავენ. ცერცვაძე თავს იკავებს დააკონკრეტოს, თუ ვინ იგულისხმა „ამ ადამიანებში“, თუმცა ამბობს, რომ ასეთი ადამიანი, საბედნიეროდ, ცოტაა.
"შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის მგონი თვითმიზანიც გახდა, რომ შემთხვევებმა მოიმატოს და მერე ამით მოხდეს მანიპულირება, რომ სახელმწიფო ვერ უმკლავდება ვირუსს. უკმაყოფილო არიან ადამიანები ოპტიმისტურ ინფორმაციაზე და ამას სოციალურ ქსელებში წერენ.
მოქალაქეთა უმრავლესობას კი ძალიან არ უნდა მესამე ტალღა; არ უნდა, რომ დავუბრუნდეთ ძველ შეზღუდვებს. ბოლო 2 თვეში ჩაისახა იმედი მოსახლეობაში, რომ დავუბრუნდებოდით ძველ ცხოვრებას, აღდგომას შევხვდებოდით ნორმალურად, ხელგაშლილად, ვაქცინაცია და მისი შედეგი მოგვისწრებდა, თუმცა ასე არ მოხდა. ვაქცინა გვაქვს, მაგრამ აცრის ტემპი დაბალია“, - განაცხადა მან.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ბრიტანეთი და ისრაელი უკვე იმკიან ვაქცინაციის შედეგებს და ეს ინფიცირების მაჩვენებლის მინიმალურ ზრდაში გამოიხატება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი