კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილის განცხადებით, ქართველი ერის ევროპულ ოჯახში გაერთანების ნება ურყევი და მტკიცეა, თუმცა მთავრობის მხრიდან ამის აშკარა სურვილი არ ჩანს. ბიზნესმენმა Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქართველების ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„დიოს“ მმართველი პარტნიორი თვლის, რომ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამოსახატად 20 ივნისი ქართველი ხალხისთვის სიმბოლური თარიღია და საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ნეიტრალური თარიღი (16 ივნისი) უსარგებლო მცდელობაა. თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ პირად განწყობებზე მაღლა ქვეყნის მომავლის პასუხისმგებლობა უნდა დააყენოს და ამ შეკრებას მისი წევრებიც უნდა შეუერთდნენ.
„კრიტიკულ მომენტში ქართველებს ნამდვილად გვჩვევია ხოლმე გაერთიანება და ერთად დგომა. ეს ისტორიულად დადასტურებული ფაქტია. ბოლოს ასეთი დიდი გაერთიანება 1989 წლის 9 აპრილს მოხდა, როდესაც მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებულობისა, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მხარეს იდგა.
ახლა სწორედ ის დროა, რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ დამოუკიდებელი საქართველოს ევროპული მომავლის იდეის გარშემო და დავანახოთ ყველას - მოყვარეს და მტერს, შინ თუ გარეთ, რომ ქართველი ერის ნება, ევროპულ ოჯახში გაერთანებისა, არის ურყევი და მტკიცე. მიხარია, რომ ამ გაერთიანების ნიშნებს ვხედავ, ამაზე პრეზიდენტის განცხადებაც მეტყეველებს, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობის მხრიდან ვერ ვხედავთ ამის აშკარა სურვილს. პრეზიდენტი ეცადა, რომ ნეიტრალურ თარიღზე დაეთანხმებინა მთავრობაც და ოპოზიციაც, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სრულიად უსარგებლო მცდელობაა.
ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ ეს შეკრება 20 ივნისს გაიმართოს. ყველა ვხვდებით, რომ ეს თარიღი არის სიმბოლური და მთავრობისთვის არ ქმნის კარგ ასოციაციებს, მაგრამ მთავრობამ საკუთარი პასუხისმგებლობა საქართველოს მომავლის მიმართ, ხომ უფრო მაღლა უნდა დააყენოს, ვიდრე მისი პირადი განწყობები და ასოციაციები?! დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა ძალიან პოზიტიურად შეხვდება მთავრობის წარმომადგენლების გამოჩენას და სწორედ ეს იქნება ქვეყანაზე ზრუნვით განმსჭვალული მთავრობის გამოხატულება.
იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში, ქართველები მოვახერხებთ ამ ისტორიულ მომენტში გაერთიანებას. მოდით, გადავდგათ ერთად დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. ევროპა ჩვენი სახლია“, - წერს თამაზ დაუშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი