11.თებერვალი.2019 13:29
ეკონომიკა, საზოგადოება

"ევროპული საქართველო" დაგროვებითი პენსიის კანონის შეჩერებას და მისი ალტერნატივის განხილვას ითხოვს

"ევროპული საქართველო" დაგროვებითი პენსიის კანონის შეჩერებას და მისი ალტერნატივის განხილვას ითხოვს
პარტია "ევროპული საქართველო" დაგროვებითი პენსიის შეჩერებას და მათ მიერ შეთავაზებული დაგროვებითი პენსიის მოდელის განხილვას ითხოვს.

საკანონმდებლო ინიციატივა დღეს ბრიფინგზე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრებმა სერგი კაპანაძემ, ირმა ნადირაშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა წარადგინეს. 

პარტია პარლამენტში შედის ინიციატივით, რომ სანამ არ მოხდება "ევროპული საქართველოს" ალტერნატიული მოდელის განხილვა, შეჩერდეს უკვე არსებული საპენსიო კანონმდებლობის მოქმედება. 

"ამ სისტემის ბევრი დეტალი დაუხვეწავი და ჩამოუყალიბებელია. ჯერ არ არის გარკვეული სად მოხდება საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხების დაბანდება", - ამბობს სერგი კაპანაძე. 

პარტიის მიერ შემუშავებული მოდელის მიხედვით:

  • ყოველ მოქალაქეს რჩება არჩევანი, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში;
  • ეს მოდელი ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ასაკის ადამიანისთვის;
  • დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს აძლევს არჩევანს, თავად განსაზღვროს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიური ოდენობა.
"ევროპული საქართველოს" მიერ ინიცირებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოდელი დღეს მოქმედი სისტემისგან იმით განსხვავდება, რომ ის სრულად ნებაყოფლობითია, განსხვავებულია დაზოგვის პრინციპიც და ის სახელმწიფოსგან უფრო დიდი ზომის კონტრიბუციას ითვალისწინებს. 

"ევროპული საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე: მოქალაქე, თუკი იგი თავისი ღირსეული სიბერისთვის ფულის დაგროვებას გადაწყვეტს და საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთვება, იგი გამოიყენებს მისივე დასაბეგრი ხელფასიდან ჩამოჭრილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც  მთავრობას დღეს ბიუჯეტში მიაქვს.

"ევროპული საქართველოს" აგროვებითი საპენსიო სისტემა არ იყენებს საბიუჯეტო სახსრებს და დამატებით გადასახადს არ უწესებს დამსაქმებელს. შესაბამისად, იგი არ იწვევს უმუშევრობის ზრდას 40 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში, როგორც ამას „ქართული ოცნების” სქემა აკეთებს.

"ევროპული საქართველოს” დაგროვებითი საპენსიო სისტემის ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც მაქსიმალურად ამცირებს საპენსიო ფონდებში ჩინოვნიკების ხელის ფათურისა და კორუფციული გარიგებების შანსს. საპენსიო სქემის მონაწილე თავად განსაზღვრავს არა მარტო იმას, ჩაერთოს თუ არა სქემაში, არამედ იმასაც, რომელ კომპანიას ანდოს თავისი საპენსიო დანაზოგის მართვა“ - განაცხადა ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ.

25.აპრილი.2019 23:04
38

რეგულაციები აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობებს აჩენს

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:59
62

"ვითიბი ბანკის" საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:35
131

კობა გვენეტაძე: რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:30
123

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: რეგულაციებს უკვე შევეგუეთ

ვრცლად
25.აპრილი.2019 19:37
50

სებ–ის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.70 ლარი გახდა

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:40
121

ADB - ანაკლია საქართველოს გლობალურ ლოგისტიკის და ბიზნესის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება

ვრცლად