მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ე.წ. ბიუჯეტური სასტუმროები ყველაზე მეტად არის შემცირებული და ნაწილი საერთოდ არ გახსნილა"

5f23d22d30f68
ინგა მურუსიძე
31.07.20 15:25
953
ე.წ. ბიუჯეტური, პატარა სასტუმროები ყველაზე მეტად არის შემცირებული და ნაწილი საერთოდ არ გახსნილა, - ამის შესახებ ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში, რომელიც „საქმიან დილაში“ მისმა მმართველმა დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ წარადგინა.

როგორც ის ამბობს, ანგარიშის თანახმად, სასტუმროებში ივლისში დატვირთულობა ბევრად მეტი იყო, ვიდრე ივნისში, ანუ მოსალოდნელი ჯავშნები მნშვნელოვნად ჩამორჩება ფაქტობრივ დატვირთულობას.

„ფაქტობრივი დატვირტულობა ბათუმში არის 15%, კახეთში - 37% და დანარჩენ რეგიონებში 17%. ივლისში გამოჩნდა, რომ ადამიანები ისვენებენ არა მხოლოდ ვიქენდზე, არამედ კვირის განმავლობაშიც, შვებულებების დროს. ძირითადი დატვირთულობა მოდის დიდ სასტუმროებზე, 120 ნომერზე და მეტზე და მნიშვნელოვანია ასევე შეთავაზება, რომელსაც სასტუმრო აკეთებს. თუკი აქამდე მომხმარებლები რომელიმე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ვერ მიდიოდა, ახლა უკვე ცდილობს ისარგებლოს შეთავაზებით და დაისვენოს სასტუმროში. ეს არის ტენდენცია, რასაც ვუყურებთ. როცა გავყავით მცირე ზომის, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებად, ტენდენცია გამოვლინდა, რომ ე.წ. ბიუჯეტური, პატარ სასტუმროები ყველაზე მეტად არის შემცირებული და ნაწილი საერთოდ არ გახსნილა. ჩვენს კლიენტებს, რასაც ვაკვირდებით, საკმაოდ დაბალი დატვირთულობა აქვს“, - განაცხადა ჩაჩანიძემ.