მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ე.წ. გასაჩერებელი ადგილები ავტობანზე“ - სახელმწიფოს საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს

606301ee99146
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.21 14:56
999
სახელმწიფო პროგრამის - „100 საინვესტიციო პროექტის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს აღმოსავლეთი-დასავლეთის ახალ ავტობანზე ე.წ. გასაჩერებელი ადგილების მოსაწყობად საპრივატიზაციოდ 106 080 კვ.მ. მიწა გამოაქვს.

აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ძალიან საინტერესო პროგრამას ვაკეთებთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და გვსურს, განვავითაროთ მიმდებარე ინფრასტრუქტურა. დღეს ერთი ასეთი შემოთავაზება გვაქვს - ავტობანზე ე.წ. გასაჩერებელი ადგილების მოწყობა, სადაც თავისი საინვესტიციო პირობებით მთელი კომპლექსი გაშენდება, შემდეგ თქვენთვის სხვა ანალოგიურ პროექტებს გამოვიტანთ“, - მიმართა მინისტრმა კერძო სექტორს.