მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაიზერი” მიმდინარე კვირაში ჩამოვა - ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ ზარს ელის

605841cb39cb8
ინგა მურუსიძე
22.03.21 11:16
1156
საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინას მიმდინარე კვირაში ელოდებიან. ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯერ კიდევ 5 მარტს გააჟღერა. საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზაზე.

მინისტრის მოადგილის ცნობით, სწორედ მარტის დასაწყისში შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათავო ოფისთან და „კოვაქსის“ წარმომადგენელთან, რა დროსაც დეტალურად განიხილეს „ფაიზერის“ შემოტანის ყველა ეტაპი.

Bm.ge დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ვაქცინა დადასტურებულად მიმდინარე კვირაში შემოვა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია.

„ველოდებით კიდევ ერთ ზარს „ფაიზერიდან“ და გვეტყვიან ვაქცინის შემოსვლით ზუსტ თარიღს“, - განმარტავენ სამინისტროში.

ინფორმაციისთვის: ქვეყანაში უკვე შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, თუმცა მედიკოსების აქტივობა დაბალია, ჯერჯერობით, დაბალია. ამ დრომდე მხოლოდ 4000-მდე ექიმია აცრილი.