მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაიზერი" საქართველოშია - რომელ კლინიკებში იქნება ხელმისაწვდომი ამერიკული ვაქცინა?

605c3b78f34ce
ინგა მურუსიძე
25.03.21 11:27
771

საქართველოში დღეს გამთენიისას „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განმარტა, რომ 29 500 დოზა ვაქცინა გადანაწილდება 14 000 მოქალაქეზე. განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„დიდხანს ველოდეთ „ფაიზერის“ ვაქცინას და ის უკვე შემოვიდა საქართველოში. დოზა არის უცვლელი, 29 500 ცალი. ეს დოზები გამოიყენება 14 ათასი პირისთვის. „ფაიზერის“ ვაქცინა 3-დან 4 კვირამდე პერიოდში უნდა განმეორდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მეორე ნაკადს არ დაველოდებით.

ანუ მოქალაქეებს ამით რისკს არ შევუქმნით. ვაქცინა 3 დიდ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში და თბილისში გადანაწილდება. თბილისში ისინი გადანაწილდება ბოკერიას კლინიკაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „ამტელის“ კლინიკასა და კავკასიის მედიცინის ცენტრში. ბათუმში - რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

შეგახსენებთ, ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო პორტალზე დღეიდან რეგისტრაცია სამედიცინო პერსონალთან ერთად 65 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. მათ ექნებათ არჩევანის საშუალება აიცრებიან "ასტრაზენეკას" თუ "ფაიზერის" ვაქცინებით.