მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაიზერზე 153,000 ჯავშნის გარდა, მარაგში კიდევ 100,000 დოზა გვაქვს" - გამყრელიძე

60fd5167113ba
BM.GE
25.07.21 15:49
3381
"გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით 161 000 ჯავშანი „ფაიზერზე“. აქედან, დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი. ამ 153 000დან 141 000 გახლავთ პირველად აცრაზე, ხოლო 12 000-მდე არის მეორად აცრებზე," - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, დაჯავშნილი ადგილების გარდა, მთავრობას მარაგში კიდევ 100,000 დოზა ფაიზერის ვაქცინა აქვს.

"მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ დოზები ამ ეტაპზე საკმარისია. კიდევ, დამატებით პირველი აცრისთვის ნახევარი მილიონი რომ მივიღეთ, ის ორად გაიყო. ანუ, 250 000 შენახულია, რათა უკვე 15 აგვისტოდან მეორე ინექციები დაიწყოს. ეს ჯავშნები, რაც ახლა მიმდნარეობს, 14 აგვისტოს ჩათვლითაა. „ფაიზერის“ პირველ დოზაზე ქვეყანაში დაახლოებით 100 000 მარაგი გვაქვს და კიდევ თანდათანობით შემოვა. მომავალ კვირაში ლიმიტირებული, მაგრამ გარკვეული რაოდენობა გამოჩნდება“, – საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ბოლოს ჩატარებულ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიშალოს გეოგრაფიული არეალი.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით თანდათანობით გაიზრდება, დაემატება ამცრელი ბრიგადები, ასევე დაწესებულებები, განსაკუთრებით თბილისში, რადგან აქტივობის 60-70% მოდის თბილისზე. გასულ საბჭოზე პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაიშალოს გეოგრაფიული არეალი. იგივე მოლები, აფთიაქებზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ მოლებზე გიდასტურებთ, რომ არის საუბარი. ერთი მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია განთავსებული,"- ამბობს გამყრელიძე.