17.მარტი .2020 11:21

"ფაქტების კონსტატაციის“ სერვისი დროებით უქმდება

views 127
უკან

აღსრულების ეროვნული ბიურო დროებით ,,ფაქტების კონსტატაციის“ სერვისით მომსახურებს აჩერებს.

გადაწყვეტილება შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე გახდა აუცილებელი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აღმასრულებლები გამოძახების ადგილზე გასვლასა და ფაქტების კონსტატაციის დაფიქსირებას დროებით არ განახორციელებენ.