მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფაქტობრივად ვტივტივებთ" - ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი

5fa2cd0e2cde0
სალომე მეცხვარიშვილი
05.11.20 00:00
3053
ფაქტობრივად ვტივტივებთ, ვარსებობთ იმ სერვისებით, რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, - ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი მაია მახარაშვილი bm.ge-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც სამედიცინო სექტორს ლარის კურსის გაუფასურების გამო ექმნება.

მაია მახარაშვილის განცხადებით, კურსის გაუფასურების გამო, მათ გაუძვირდათ სამედიცინო აღჭურვილობა, რის გამოც ხარჯები სერიოზულად გაეზარდათ.

“ლარის კურსის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ჩვენთან, რადგან სახარჯი მასალისა და მედიკამენტების უმეტეს ნაწილს ვყიდულობთ ბაზარზე არსებული ფასით, ხოლო მომწოდებელს შემოაქვს სხვა ქვეყნებიდან, რადგან აქ არ იწარმოება.

თუნდაც, მთავრობის 520-ე დადგენილებაში სტენტებზე რა ფასებიც იყო გათვალისწინებული, მაშინვე ძალიან დაბალი იყო, დღეს კი ეს სტენტები კიდევ უფრო გაძვირებულია. ასევე, სახარჯი მასალა, რაც არ მოიცავს მარტო პირბადესა და ერთჯერად თავდაცვის საშუალებებს... თავის მხრივ ეს საშუალებებიც 200%-ით არის გაძვირებული, ვიდრე პანდემიამდე ღირდა, ხარჯვაც გაათმაგებულია თავისთავად…

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფასებს ვერ ვცვლით, ხარჯი კი ცალსახად გაზრდილია, ამ ხარჯის ეკონომიას კლინიკა ვერ გააკეთებს არსებული ეპიდ. მდგომარეობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ვტივტივებთ. ვარსებობთ იმ სერვისებით, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით”,- აცხადებს ხეჩინაშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.