მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფარმაცევტულ რეფორმაზე ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს" - რა საკითხები დააყენა ბიზნესმა ინვესტორთა საბჭოზე?

619f99a515b4f
ინგა მურუსიძე
25.11.21 20:20
987
დღეს ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომას ეკონომიკური გუნდის მინისტრები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ bm.ge „ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს ლევან ვეფხვაძეს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბევრ თემას, მათ შორის ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობის კუთხით ახალი საფინანსო მექანიზმების გაფართოებას, ფარმაცევტულ სექტორში დაგეგმილ რეფორმებს, ვაქცინაციას და ა.შ.

„ბევრი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ, რაც უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის არის აუცილებელი“, - ამბობს ვეფხვაძე.

ვაქცინაცია და კორონავირუსი:

ლევან ვეფხვაძე: „იყო საუბარი იმაზე, რომ უნდა შეიქმნას წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინაციის გააქტიურების მიმართულებით, ამ მიმართულებით ბიზნესი იყო გაცილებით აქტიური. დავაყენეთ საკითხი ვაქცინაციის სავალდებულოობაზე; მთავრობა დაგვპირდა, რომ ამ კუთხით მუშაობას გააგრძელებს. მათ შორის ვისაუბრეთ მაგალითად „მწვანე პასპორტის“ საკითხზე, თუ ჩვენ შევდივართ სასტუმროში და მოთხოვნაა, რომ აცრილი ვიყოთ, ასევე ვალდებულება უნდა ჰქონდეს დასაქმებულებს, რომ თავადაც იყვნენ აცრილები. მთავრობისგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია, თუმცა მივიღეთ დაპირება, რომ საკითხზე ასევე იმსჯელებს. ჩვენი მოსაზრება იყო, რომ ბიუჯეტიდან ვაქცინაციის წახალისებისთვის მეტი ფული უნდა დაიხარჯოს“.

ფარმაცევტული ინდუსტრია და სამედიცინო სფერო:

ლევან ვეფხვაძე: "ცხადია, დეტალურად არ გვისაუბრია იმაზე, რაც კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინა, თუმცა რაც ბიზნეს ასოციაციამ ამ კუთხით თქვა იყო ის, რომ პროცესი იყოს ძალიან ღია, გამჭვირვალე. ჩვენ ასევე დავაყენეთ საკითხი, რომ სავარაუდო რეგულაციებმა უნდა გაიაროს RIA(რეგულირების გავლენის შეფასება). უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი, რათა არავინ იფიქროს, თითქოს ეს ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. შეთავაზებაზე გვიპასუხეს, რომ მთავრობა მზად არის, იმუშაოს ძალიან გამჭირვალედ. დავაყენეთ ასევე საკითხი მესამე პირის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე. ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ გვინდა, ევროპული მიმართულებით წავიდეთ.

სახელმწიფო საწარმოები:

ლევან ვეფხვაძე: "საუბარი იყი სახელმწიფო საწარმოებზე, იმედი გვაქვს, რომ ე.წ. წამგებიანი საწარმოების რიცხვი ნელ-ნელა შემცირდება და თვითკმარები გახდებიან. ეს კი ნიშნავს, რომ ამ საწარმოების დაფინანსება გადასახადების გადამხდელების ხარჯზე აღარ მოხდება".