თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს მოსავლის რაოდენობა 30%-ით ნაკლებია. ამასთან, დაბალია ხარისხიც და თუ შარშან თხილის გამოსავლიანობა 35-40%-ის ფარგლებში იყო, ახლა 30%-ია.
ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა bm.ge-სთან ამბობს, რომ ინფლაციის ფონზე გაძვირებული პრეპარატების გამო, წელს ფერმერებმა ბაღებს სათანადოდ ვერ მოუარეს. პრობლემა იყო ფაროსანა, რომლის წინააღმდეგ დაგეგმილ შეწამვლის სამუშაოებს ხელი წვიმებმა შეუშალა.
„მოსავალის რაოდენობა 30%-ით ნაკლებია. ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით, 40 000 ტონა გაუტეხავი თხილის მოსავალი გვაქვს. ყველაფერთან ერთად, დაბალია ხარისხი - შარშან თხილს გამოსავლიანობა თუ ჰქონდა 35-40%, წელს 30%-ის ფარგლებშია. რაც ფასის კლების კიდევ ერთი ფაქტორია. თხილის ფასი გამოსავლიანობით განისაზღვრება. სწორედ დაბალი ხარისხის გამო წელს თხილი 2 ლარით ნაკლები ღირს, ვიდრე - შარშან. ფასი, დაახლოებით, ორი ლარიდან ხუთ ლარამდე მერყეობს.
ფაროსანა არსად გამქრალა, პირიქით ეს პრობლემად რჩება. მის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს ხელი წვიმებმა შეუშალა. ინფლაციის გამო, შესაწამლი პრეპარატებიც გაძვირდა, ამიტომ ფერმერებს გაუჭირდათ მისი შეძენა და გამოყენება“, - გვიყვება ლევან ქარდავა.
თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, მოთხოვნა, განსაკუთრებით ევროპიდან, მკვეთრად არის შემცირებული.
„რეალიზაცია ძალიან შენელდა. მოთხოვნა ევროპიდან თითქმის განახევრდა. ეს მსოფლიოს ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა, თუმცა მიუხედავად დაბალი მოთხოვნისა, ქვეყანაში გაუყიდავი მოსავალი არ დარჩება, რადგან როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში მოსავალი ნაკლებია.
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარზე ფასებს, $1-იანი სხვაობაა შარშანდელთან შედარებით“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.
საქართველომ თხილის რეალიზაციით $60 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო - რამდენით შემცირდა ექსპორტი?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი