სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების გამო, მავნებლის მიერ სოფლის მეურნეობის კულტურებზე გამოწვეული ზიანი უმნიშვნელოა. ამასთან, სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის თქმით, მოცემული დროისთვის სხვდასხვა მეთოდით დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ 125 000 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
ამის მიუხედავად, თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების მიმდინარეობას სამეგრელოში ხელი წვიმიანმა ამინდებმა შეუშალა და ორი თვის განმავლობაში ამ მიზეზით წამლობა ვერ ხერხდებოდა.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა BM.GE-სთან აღნიშნავს, თხილზე ფაროსანასგან გამოწვეული დაზიანება გასულ წელთან შედარებით არ შემცირებულა, ზოგიერთ რეგიონში კი ზიანი პირიქით, გაზრდილია.
„ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებს ხელი წვიმიანმა ამინდებმა შეუშალა. ორი თვე სამეგრელოში წვიმას არ გადაუღია, შესაბამისად, წამლობა ვერ ხდებოდა. ფაროსანა წვიმის დროს არ ისვენებს, როდესაც წამლობა ვერ ხდება და ფაროსანა აქტიურია, შედეგიც შესაბამისია. რადიკალურად გაუარესებული სიტუაცია არ არის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია უკეთესია, ვიდრე შარშან. შეიძლება ითქვას, რომ დაზიანება იგივეა, რაც შარშან, ზოგიერთ რეგიონში ცოტა მეტიც კი.
ძირითადი პრობლემა ხარისხის ნაწილში ფაროსანა ნამდვილად არ არის, თუმცა საკმაოდ დიდია ფაროსანას წილიც. მავნებლის პოპულაცია შეიძლება შემცირებულია, თუმცა რადგან ორი თვე წამლობა ვერ ხდებოდა, შედეგებიც შესაბმისია,“ - ამბობს თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი