მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასები 2021 წელსაც გაიზარდა, ახლა კიდევ ერთი ახალი ნახტომი გვაქვს" - კახა სამყურაშვილი მშენებლობების გაძვირებაზე

6273dd7e37b3f
მარიამ ვარადაშვილი
05.05.22 23:00
945
Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა სამშენებლო მასალებზე ფასის ზრდას უკავშირდება, რომელიც უკრაინის ომმა კიდევ უფრო გაზარდა.

“2019 წლიდან 2022 წლის პირველ კვარტლამდე პერიოდს თუ შევადარებთ ერთმანეთს, ვნახავთ რომ საშუალოდ 10%-ით არის გასაყიდი კვადრატული მეტრის ფასი გაზრდილი. ამიტომ, შეიძლება ითქვა, რომ სამშენებლო მასალებზე 2019 წლიდან გაზრდილი ფასი უძრავი ქონების ფასში აისახა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისიდან 2021 წლის ბოლომდე მშენებლობის ღირებულების ინდექსი დოლარში 13%-ით გაიზარდა. თბილისში სხვადასხვა უბანში ბინებზე ფასის ზრდაც დაახლოებით იდენტური იყო. ვფიქრობ, მასალებზე ფასის ზრდამ მშენებლობების ღირებულების ზრდა გამოიწვია, რაც საბოლოოდ უძრავი ქონების ბაზარზე აისახა. ახლა უკვე ახალი მოცემულობა გვაქვს. კერძოდ, თებერვლამდე პერიოდი და მას შემდეგ. ფასები 2021 წელსაც გაიზარდა, ახლა კიდევ ერთი ახალი ნახტომი გვაქვს. არმატურა და ბეტონი ძალიან გაძვირებულია, რაც ყველაზე მსხვილი კომპონენტებია ფასების ფორმირებაში, რომელიც უძრავი ქონების ფასსა და ზოგადად მშენებლობის ღირებულებასაც განსაზღვრავს”,-ამბობს სამყურაშვილი.

მისივე თქმით, ბაზარზე სამშენებლო მასალის, მათ შორის არმატურის ფასის დასტაბილურების მოლოდინი არსებობს და თუ ასე მოხდა, ამის გავლენა უძრავი ქონების ღირებულებაზე შემცირდება.

“თუ არ დასტაბილურდა, ეს ცალსახად აისახება უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა ეს ნახტომისებურად ვერ მოხდება, რადგან მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა რომ იგივე პროპორციით გაძვირებული ბინა იყიდოს”,-ამბობს სამყურაშვილი.