მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა" - ბექა ლილუაშვილი "ოცნებას" აკრიტიკებს

61811ff76da41
მარიამ ვარადაშვილი
02.11.21 15:35
2050
პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეები უპატრონოდ დატოვა და მთელი რესურსი ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართა.

როგორც ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თქვა, საქართველოში ფასების დონე ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 20%-ზე მაღალია.

„მთელი არ პერიოდის განმავლობაში, როდესაც თქვენ წარმოუდგენელი, ხშირად ამორალური მეთოდებით, პოლიტიკური დევნით, ამომრჩევლებზე ზეწოლით, სამსახურიდან გაგდებით ან ასეთით დამუქრებით, ბინძური და ამორალური კამპანიით გარანტიებს ქმნიდით, ბოლო 11-12 წლის განმავლობაში ეკონომიკაში ფასები ისტორიულ მაქსიმუმამდე, დაახლოებით, 13%-ით გაიზარდა. რაც მაგალითად, ქათმის ხორცზე  ფასების 25%-იან ზრდას, წიწიბურაზე 20%-ით, შაქარზე კი 35%-ით ზრდას ნიშნავს. ასევე საწვავის ფასი გაიზარდა 23%-ით, 2.70-დან 3.33 ლარამდე. აღარ შევეხები 23%-იან უმუშევრობის მაჩვენებელს, აღარ შევეხები სოციალურად დაუცველთა ისტორიულ მაჩვენებელს და აღარ შევეხები კოვიდის მიმართულებით ძალიან მძიმე მოცემულობას. დღეს ჩვენი კოლეგების მხრიდან გაუგონარ შეფასებებს ვისმენთ არჩევნების ლეგიტიმურად, სამართლიანად და სანიმუშოდ ჩატარებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რამ, რაც უპატრონოდ დატოვებულ ადამიანებს რეალობის შესაცვლელად გააჩნდათ ეს იყო არჩევნებზე მათი მისვლა და ცვლილებებისთვის ხმის მიცემა და თქვენ ეს მათ წაართვით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

საქსტატის ინფორმაციით, მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 22.1% შეადგინა.