მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფასების კლება რომ გაგრძელებულიყო, მივიღებდით უამრავ გაჩერებულ მშენებლობას"

5ef7198913fc4
სალომე მეცხვარიშვილი
27.06.20 14:01
1342
M2 group-ის თანადირექტორები ირაკლი ბურდილაძე და შოთა ბერეკაშვილი BMG Lunch-ის ფორმატში კორონავირუსით გამოწვეულ და შესაძლო რისკებზე საუბრობენ. კითხვაზე, იყო თუ არა შანსი, რომ უძრავი ქონების სექტორში 2008 წლის კრიზისი განმეორებულიყო, როცა უამრავი მშენებლობა გაჩერდა და მოქალაქეები ბინების გარეშე დარჩნენ, დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამის დიდი შანსი იყო.

ირაკლი ბურდილაძის თქმით, პანდემიის დაწყებიდან მალევე, დაიწყო უძრავ ქონებაზე ფასების შემცირება და ეს რომ გაგრძელებულიყო, უამრავ გაჩერებულ მშენებლობას მივიღებდით.

“როგორც კი დაიწყო პანდემია და ამით გამოწვეული კრიზისი, მოხდა ფასების კორექტირება შემცირების მიმართულებით. დეველოპერებს უკვე შემცირებული ჰქონდათ მოგების მარჟები საკმაოდ სერიოზულად. ეს რომ გაგრძელებულიყო, პატარა და საშუალო მოთამაშეები შეიძლება საერთოდ გაკოტრებულიყო და მივიღებდით "სვეტის" და "ოლიმპიური ვარსკვლავისნაირ" ბევრ პროექტს”,- ამბობს ირაკლი ბურდილაძე.

შოთა ბერეკაშვილმა ასევე ისაუბრა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ მისი შემოღება აუცილებელი იყო. მისი თქმით, ეს პროგრამა არ არის მიმართული ელიტარულ მშენებლობაბზე, საუბარია მასიურ მშენებლობაზე, სადაც ერთი კვადრატულის ღირებულება მერყეობს 600-დან 800$-ის ფარგლებში, საუბარია ბინებზე, რომლის ღირებუელბა არის 30-დან 50 ათას დოლარამდე.

“ამ სექტორში მომუშავე კომპანიების მარჟები ისედაც დაბალია, საუბარია დაახლოებით 10-15%-იან მარჟაზე. როცა ბაზრიდან დარტყმას ღებულობ, ფასი შეიძლება დაეცეს 20-25%-ით, ანუ თვითღირებულებაზე ქვევით ჩამოდიხარ. ვიღაცამ შეიძლება არგუმენტად გამოიყენოს, რომ მშენებლობის ხარჯი კრიზისის დროს ისედაც მცირდება, მაგრამ ერთმანეთის პროპორციულად არ მცირდება. ამიტომ ფაქტობრივად მივიღებდით ბევრ დაუმთავრებელ მშენებლობებს”,- ამბობს შოთა ბერეკაშვილი.