კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში, მოვაჭრეებს ავალდებულებს გასაყიდ პროდუქციაზე ფასი გარკვევით მიუთითონ. ეს ფიზიკურ ობიექტებზე და განსაკუთრებით ონლაინ პლატფორმებზე მოვაჭრე ბიზნესებს ეხებათ. ვალდებულება განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ონლაინ ხშირად ვაჭრობენ, რადგან მომხმარებლის უფლებებს ამ მიმართულებით უმეტესად სწორედ ონლაინ მოვაჭრეები არღვევენ.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში “საქმიან დილასთან” განმარტავენ, რომ თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერი ნივთის ფასზე, რომლის შეძენასაც აპირებს, ინფორმაციას ფლობს. როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი Bm.ge-სთან ამბობს, პრაქტიკა პირადში მოგვწერეთ უნდა აღმოიფხვრას. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,, ბიზნესის მხრიდან დარღვევას კონკურენციის სააგენტო იმ შემთხვევაში განიხილავს თუ მომხმარებელი კომპანიის ქმედებას გაასაჩივრებს.
“კანონმდებლობამ, რომელიც ქვეყანაშია მიღებული დაადგინა ის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის ინფორმირებულობის მაღალ სტანდარტს, მათ შორის იმ პროდუქტზე ფასის მითითებას, რომელსაც მას სთავაზობენ.
მომხმარებელს უფლება აქვს, რომ ყოველგვარი პირად შეტყობინებაში მიწერის გარეშე, შემოთავაზებულ პროდუქტზე წინასწარ იცოდეს ფასი. პრაქტიკა, რომ პირადში მოგწერთ ფასს, უნდა აღმოიფხვრას” - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
ელექტრონული კომერციის ასოციაციაში განმარტავენ, რომ ონლაინ მოვაჭრეები ფასების გამოაშკარავებისგან თავს სხვადასხვა მიზეზით იკავებენ, მათ შორის ხშირად ონლაინმაღაზიებს ქართველი და უცხოელი მომხმარებლისთვის პროდუქციაზე სხვადასხვა ღირებულება აქვთ განსაზღვრული, შესაბამისად, ფასის საჯაროდ მითითება მათთვის მოსახერხებელი არ არის. ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ფასების დამალვა მომხმარებლის უფლებებს არღვევს და მათ არათანაბარ პირობებში აყენებს.
“მოვაჭრეები პროდუქციის ფასს სხვადასხვა მიზეზით მალავენ. მაგალითად, ხშირად კომპანია უცხოელ და ქართველ მომხმარებელს სხვადასხვა ფასს უწესებს. ეს არასწორია და მომხმარებელს არათანაბარ პირობებში აყენებს. მომხმარებელს აქვს უფლება ფასებზე წვდომა ჰქონდეს.
რაც უფრო სანდო იქნება ესა თუ ის ინდუსტრია, მით უფრო მეტი მომხმარებელი იქნება ამ ინდუსტრიით დაინტერესებული” - განმარტავს თამარ გოგოლაშვილი.
კომპანია "ვიშლისთში" მიიჩნევენ, რომ პროდუქტის ღირებულების ონლაინ სავაჭრო სივრცეებში დამალვა ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი ფასი აქვს. როგორც “ვიშლისთის” დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე “საქმიან დილასთან” აცხადებს, ფასის გასაჯაროების ვალდებულება, რომელსაც ბიზნესს კონკურენციის ეროვნული სააგენტო აკისრებს, საქართველოში მომსახურებას გამოასწორებს, მომხმარებლისთვის კი ონლაინ ვაჭრობას უფრო კომფორტულს გახდის.
“კომპანიები ონლაინსივრცეში პროდუქციის ფასს არ ასაჯაროებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ შემდგომ კონკურენტმა არ მოახდინოს ამ ფასზე რეაგირება. ძალიან ხშირია კომპანიების მხრიდან ასეთი პასუხი - “ფასს მოგწერთ პირადში”, ეს ონლაინპლატფორმის ძალიან დაბალ დონეზე მიუთითებს. ფასების დამალვა ნიშნავს იმას, რომ არაკონკურენტუნარიანი ფასი გაქვს და სწორედ ამიტომაც არ ასაჯაროებ.
ახალი ვალდებულება გამოასწორებს მომსახურების დონეს, მომხმარებლისთვის ონლაინ ნივთის შეძენა უფრო კომფორტული გახდება” - აცხადებს “ვიშლისთის” დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის: პროდუქციაზე ფასის მითითების ვალდებულება აქვს ყველა სავაჭრო ობიექტს თუ ონლაინ სავაჭრო პლატფორმას. ფასის მითითების ვალდებულება არ ვრცელდება მხოლოდ აუქციონზე გატანილ ნივთებსა და ხელოვნების ნიმუშებზე. რაც შეეხება სანქციებს, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კომპანია ვალდებული იქნება საქმიანობა კანონს შეუსაბამოს და მომხმარებლის დარღვეული უფლებები აღადგინოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი ამ ვალდებულებასაც თავს აარიდებს, კომპანიას მოუწევს წინა ფინანსური წლიური ბრუნვის 2% ჯარიმის სახით გადაიხადოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი