09.სექტემბერი .2019 19:20

"FDI-ს კლებაზე მსხვილი საერთაშორისო პროექტების დასრულებამ იქონია გავლენა

views 298
უკან

“საქსტატის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის შემცირებული, თუმცა გაზრდილია მისი ჯამური მოცულობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, შიდა ბიზნეს პროცესი, საინვესტიციო გარემო და არსებული ბიზნესის გაძლიერება განვითარების სწორ გზაზეა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არსებული ბიზნესები და ბიზნეს სუბიექტები ქვეყნის შიგნით უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ FDI-ს კლებაზე კომენტირებისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ მიზეზებს განმარტავს.

„რაც შეეხება FDI-ს, ამ სტატისტიკაზე მსხვილი საერთაშორისო პროექტების დასრულებამ გავლენა იქონია - ეს არის მაგალითად, მილსადენების პროექტი, რასაც მნიშვნელოვანი ვალუტა შემოჰქონდა ქვეყანაში არის სხვა ფაქტორებიც, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობას აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პირობებში ამ მიმართულებით ძალიან აქტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული“ - განაცხადა თალაკვაძემ.

შგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეორე კვარტლის განმავლობაში ინვესტიციები $187 მილიონი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა