დღეს გამოქვეყნდა 2021 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში $1.15 მილიარდი დოლარი ჩაიდო, რაც 2020 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. თანხობრივად ყველაზე მეტი თანხა კვლავ საფინანსო სექტორში ჩაიდო. მეორე ადგილებზეა აზარტული თამაშების სექტორი და მესამეზე - ენერგეტიკა.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი FDI-ს ამ სტატისტიკას “ძალიან წარმატებულს” უწოდებს.
"საკმაოდ გაზრდილია ინვესტიციები საფინანსო სექტორში. ჩვენ დავინახეთ, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება უკვე რეალურ ჩანასახებშია და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოზიდული თანხები კაპიტალის ბაზრის მიმართულებით. ასევე ჩვენს ქვეყანაში გაზრდილია რეინვესტირებები და ყველა მიმართულებით ვხედავთ პირდაპირი ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი აჩვენებს ინვესტორების მხრიდან ნდობას საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს მიმართ. რეინვესტიციების მოცულობა ინვესტიციების 66% იყო.
"საზოგადოებას უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენ ან შევინარჩუნეთ ჩვენი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, ან ისინი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა გააუმჯობესეს, რაც, უკვე აისახა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ინვესტიციების სტატისტიკა ასეთია:
● საფინანსო სექტორი - 443 მილიონი დოლარი;
● გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება (აზარტული თამაშები) - $230.5 დოლარი;
● ენერგეტიკა - 157 მილიონი დოლარი;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 143 მილიონი დოლარი;
● უძრავი ქონება - 84 მილიონი დოლარი;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 28 მილიონი დოლარი;
● მშენებლობა - 28 მილიონი დოლარი;
● სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - 9 მილიონი დოლარი;
● სასტუმროები და რესტორნები - 8 მილიონი დოლარი;
● ტრანსპორტი - 5 მილიონი დოლარი;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - -25 მილიონი დოლარი;
● კავშირგაბმულობა - -40 მილიონი დოლარი;
წლების მიხედვით FDI ასე ნაწილდება:
2018 - $1.31 მილიარდი;
2019 - $1.33 მილიარდი;
2020 - $72 მილიონი;
2021 - $1.15 მილიარდი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ