23.ივნისი .2022 10:30

"Fedex საქართველოში" მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა

"Fedex საქართველოში" მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა
views 729
უკან

კომპანია "Fedex საქართველოში" ამანათების გამოწერით ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს, მას გერმანია და ჩინეთი მოჰყვება.

როგორც BMG-ის, Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, წელს გაძვირებული საწვავის და შედეგად, საერთაშორისო გადამზიდი კომპანიების მიერ გაზრდილი მომსახურების საფასურის გამო კომპანიაში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით მომსახურებაზე ფასი 10%-ით გაზარდეს.

“გაყიდვების 20-30%-იანი ზრდა გვაქვს, რაც განაპირობა იმან, რომ კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა. თუმცა, ახლა საფასურის გაზრდა მოგვიწია, რაც მომხმარებლებისთვის არასასიამოვნო პროცესია. ბიზნესსაც თავისი ხარჯები აქვს. ჩვენი სექტორისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე ეკონომიკურ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს.” - აღნიშნა ნინო მენთეშაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა