23.მარტი .2020 09:10

"ფილიპ მორის საქართველო" COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 100 000 ლარს გამოყოფს

views 1228
უკან

2020 წლის 23 მარტს ფილიპ მორის საქართველომ გამოაცხადა მზადყოფნა 100 000 ლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე (COVID-19) პანდემიის საპასუხოდ.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, დასახმარებლად გამოყოფილი თანხა გადარიცხულ იქნება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე, რომლის მიზანია დაუყოვნებლივი ღონისძიებების გატარება ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის საპასუხოდ.

”ჩვენ საქმე გვაქვს არაორდინალურ და უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისთან, რაც მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას მთავრობას, საზოგადოებასა და ბიზნესს შორის. ჩვენი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გადავწყვიტეთ 100 000 ლარის კონტრიბუცია გამოვყოთ. აღნიშნული ფინანსური რესურსი მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას. ასეთ მძიმე სიტუაციაში, მუდმივად ვცდილობთ მდგრადობის შენარჩუნებას, რაც მომავლისთვის აუცილებელია”, - თქვა იური გორდოკმა, ფილიპ მორის კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა.

2020 წლის 19 მარტს, საქართველოში COVID-19 შემთხვევების გაზრდის გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატმა შექმნა ელექტრონული საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს კერძო და საჯარო სექტორების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფენ არსებულ გამოწვევებზე რაციონალურ და ეფექტიან რეაგირებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური ფონდი სწორედ ამ პლატფორმის ნაწილია.

გამოცხადებული კონტრიბუცია ფილიპ მორის საქართველოს მრავალი ძალისხმევის ერთ-ერთი ნაწილია. ფილიპ მორის საქართველომ, ეპიდემიის რისკის საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება „დისტანციური მუშაობის“ შეთავაზების თაობაზე ყველა მისი თანამშრომლისთვის.

”ადამიანებს ჩვენს გარშემო ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ზრუნვა, ყურადღება და თანამშრომლობა უპრეცედენტო გამოწვევების დასაძლევად. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს თანამშრომლებს, ბიზნეს პარტნიორებსა და მთლიან საზოგადოებას, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს გამოწვევებს ამ რთულ დროს. ” - დაამატა იური გორდოკმა.

”ფილიპ მორის საქართველოს” შესახებ

შპს “ფილიპ მორის საქართველო” საერთაშორისო კორპორაციის “ფილიპ მორის ინტერნეიშენალის” შვილობილი კომპანიაა და მასში დასაქმებულია 60-ზე მეტი თანამშრომელი ფინანსურ, ადმინისტრაციულ, მარკეტინგის, გაყიდვების, კომერციული დაგეგმარებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტებში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.pmi.com  და www.pmiscience.com 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა