07.აგვისტო .2022 17:06

"ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მუდმივი პრობლემაა..." - რა გამოწვევები აქვს SME სექტორს?

"ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მუდმივი პრობლემაა..." - რა გამოწვევები აქვს SME სექტორს?
views 571
უკან

საერთაშორისო ეკონომიკურმა სკოლამ ISET-მა ბიზნესის განწყობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. 

მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მომსახურებისა (+38.7) და მშენებლობის (+30.8) სექტორებში დაფიქსირდა. რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინების ინდექსს, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 25.6 პუნქტამდე შემცირდა. ISET-ის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტლისთვის მოლოდინების გაუარესება ყველა სექტორში დაფიქსირდა, გარდა მშენებლობის და მომსახურების სექტორებისა.

ყველა შეფასებით, ყველა კვლევით, მცირე და საშუალო ბიზნესი ის სექტორია, რომელზეც ყველაზე მძიმე გავლენა იქონია ჯერ პანდემიამ, ხოლო ახლა – ჯერ ბოლომდე არდასრულებულ პანდემიას, კიდევ ერთი უდიდესი გამოწვევა დაემატა – ეს რუს ეთის ომია შუაგულ ევროპაში, უკრაინაში. მეორე მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესი ის ბიზნესია, რომლის მხარდაჭერაზე სწორებაც აქვს თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს და განვითარების პარტნიორს საქართველოში. 

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის გენერალური დირექტორი გიგა ფაიქიძე იზიარებს კვლევის შედეგებს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც დღეს SME სექტორშია.

"ამ იდექსშიც ნაჩვენებია, რომ მომსახურების და მშენებლობის სექტორებში განწყობა გაუმჯობესებულია და მომავლის მიმართ მოლოდინები არის პოზიტირი, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. მომსახურებსი სექტორში ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, სადაც კარგად მიდის აღდგენა. რაც შეეხება მშენებლობას, გაზრდილია თუნდაც ნებართვები და ლოგიკურია ამ სექტორში განწყობები გაუმჯობესებულია. სხვა სექტორებს რაც შეეხება, პანდემია და ომი ახდენს ნეგატიურ გავლენას, რის შედეგებსაც ვიმკით. შესაბამისად განწყობების გაუარესება ამ სექტორებში ბუნებრივია.

მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს პროდუქციის რეალიზება, არ გააჩნია სათანადო გამოცდილება, ცოდნა, არ ჰყავს კვალიფიციური თანამშრომლები, ვერ ახდენს ექსპორტს. ლოგიკურია, რომ მოთხოვნის სიმცირე ამ ფაქტორებთან არის დაკავშირებულია ერთის მხრივ და მეორე მოთხოვნა შემცირებულია ინფლაციური პროცესებიდან გამოდმინარე.

ამასთან, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მუდმივი პრობლემაა მცირე და საშუალო ბიზინესისთვის. როცა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა გავყოთ ორ ნაწილად: ერთი ფინანსები გადარჩენისთვის, რადგან პროგრამები თუნდაც ადგილობრივი და საერთაშორისო მიმართული იყო შეენარჩუნებინათ ბიზნესები და გადარჩენილიყო. განვითარებისთვის დამატებითი თანხების ინვესტირებაა საჭირო. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ქვეეყნის შემთხვევაში აქ მაინც იგულისხმება საბანკო ინსტიტუტები, რადგან დანარჩენი პროგრამების წილი დაფინანსების პორტფელში მცირეა. ბანკებს აქვთ რეგულაციები, პირობები, ლიმიტები, რომლის იქით აღარ შეუძლიათ დააკრედიტონ ბიზნესი. სამწუხრაოდ, არ არის ალტერნატიურლი დაფინანსების წყაროები, რაც აჩენს იმ მოცემულობას, რაშიც ვართ",-განმარტა ფაიქიძემ "ანალიტიკაში" სტუმრობისას.