14.მარტი.2019 17:05
ეკონომიკა

"ფინანსთა სამინისტრო არაფერ შუაშია - უწყებები მთავარ მითითებებს ივანიშვილისგან იღებენ"

"ფინანსთა სამინისტრო არაფერ შუაშია - უწყებები მთავარ მითითებებს ივანიშვილისგან იღებენ"
„საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილის განწყობაზე და გაბრაზებაზე არის დამოკიდებული „ომეგა ჯგუფის“ გაჩერება და ამის გამო მიხდება თქვენს ეთერში პარალიზებული ფაბრიკიდან ჩართვა“, - განაცხადა "ომეგა ჯგუფის" გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში.

მისი თქმით, "ფინანსთა სამინისტრო არაფერ შუაშია და სახელმწიფო უწყებები მთავარ მითითებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ".

„ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად, ოფიციალური ფორმალური სახელისუფლებო ორგანოების საშუალებით, პიროვნული წყენის გამო ხორციელდება კომპანიის დასჯა", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ "ომეგა ჯგუფი“ ბოროტად სარგებლობდა სახელმწიფოს ლოიალურობით და სპეკულირებდა იმით, რომ ადგილობრივ წარმოებაში რამდენიმე ასეული ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

„ბოროტად სარგებლობდა იმ ლოიალურობით, რასაც ბოლო სამი წლის განმაბლობაში სახელმწიფო მათ მიმართ იჩენდა და ვალს მნიშვნელოვნად ზრდიდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

დღეს კი, როგორც "ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი აცხადებს, "ომეგა ჯგუფი" მზადაა, ბიუჯეტის წინაშე არსებული 53 მლნ ლარამდე დავალიანება 7 წლის ვადაში დაფაროს, მაგრამ გადახდა 2 თუ 3 წლის შემდეგ დაიწყოს.

"ომეგა ჯგუფი" ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება. 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

24.მაისი.2019 00:20
54

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
99

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
602

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
88

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
147

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად