მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფორდი" დამატებით 3,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს

5dfa246baae43
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.19 18:30
1124
Ford Motor-ი დამატებით 3,000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს საკუთარ ორ ქარხანაში და ამასთანავე, 1.45 მილიარდის ინვეტიციას განახორციელებს ახალი პიკ-აპების, ჯიპების და ელექტრო მანქანების წარმოებაში. ამის შესახებ Foxbusiness იუწყება.

როგორც კომპანია აცხადებს, ის 750 მილიონ აშშ დოლარს ჩადებს დეტროიტში განთავსებულ ქარხანაში და 2,700 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მომავალი 3 წლის განმავლობში. დანარჩენი 700 მილიონი აშშ დოლარის დაბანდებას კომპანია მიჩიგანში მდებარე ქარხანაში აპირებს, სადაც შესაბამისად, 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

მიუხედავად იმისა, რომ "ფორდის" მანქანების გაყიდვები 17 მილიონს უტოლდება წელიწადში, კომპანია თვლის, რომ ახალი ინვესტიციები სჭირდება საბაზრო წილის გასაზრდელად და ახალ ტექნოლოგიებზე გადასასველელად.

აღსანიშნავია, რომ კომპანია გეგმავს ყველაზე მოთხოვნადი Ford F-150-ის მოდელის ჰიბრიდული ვერსია შესთავაზოს მომხმარებელს. როგორც "ფორდის" მენეჯმენტი აღნიშნავს, აღნიშნული მოდელი ყველაზე მოთხოვნადია აშშ-ში და მის გაყიდვებს კომპანიის შემოსავლებში ძირითადი ნაწილი უჭირავს.