15.აგვისტო .2019 23:10

"ფორსაჟი 9"-ის გადაღებები მომავალ კვირას დაიწყება – ფოტომასალა

views 483
უკან

"ფორსაჟი 9"-ის გადაღებები BM.GE-ს ინფორმაციით მომავალ კვირას, ორშაბათს დაიწყება. ამჟამად "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე მობილიზებულია ტექნიკა და პარალელურად მიმდინარეობს ქასთინგი. BM.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტოები, სადაც ტექნიკის გარკვეული ნაწილი ჩანს.

პროექტი სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ფილმის პროდუსერები საქართველოში დახარჯული კვალიფიციური თანხის 20-25%–ს დაიბრუნებენ. როგორც ცნობილია, საქართველოში "ფორსაჟი 9"–ის ბოლო ათწუთიან ეპიზოდს გადაიღებენ. 

"ფილმი, ის მონაკვეთი, რომელსაც საქართველოში გადაიღებენ, იქნება ამ ფილმის ბოლო 10 წუთი და ზოგადად, ბოლო 10 წუთი ბლოკბასტერებში ყველაზე დაძაბული და მთავარია. ყველაზე მთავარი რაც არის – იდენტიფიცირებული იქნება ქვეყანა, როგორც საქართველო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაგალითად, ხანდახან იღებენ ტაილანდში და ასაღებენ, როგორც სხვა ლოკაციას", – განაცხადა ხიდურელმა რამდენიმე თვის წინ.




















მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა