მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრესკო" მოიჯარეებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

5fc369764bc19
BM.GE
29.11.20 13:39
962
კომპანია "ფრესკო" ყველა მის მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ მოიჯარეებს, რომლებსაც სახელმწიფო დადგენილების თანახმად შეეზღუდათ ფუნქციონირება, კვლავ ათავისუფლებს იჯარის გადასახადისგან.  ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

"ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და გვერდში ვუდგებით ყველა პარტნიორს კრიზისის დაძლევაში.
ყველა ის ობიექტი (სააფთიაქო ქსელი, ფინანსური მომსახურების გამწევი ობიექტები და სხვა), რომელიც არ ექვემდებარება შეზღუდვას, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას"-აცხადებენ კომპანიაში.