08.თებერვალი .2023 21:00

"გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება"

"გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება"
views 730
უკან

„პარლამენტი, თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს“,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ყველა დეპუტატს მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ საქველმოქმედო აქციაში. უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები შეაგროვებენ დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთი. დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში უახლოეს მომავალში გაიგზავნება.