მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაგვაგდეს" - ღამის კლუბების პროტესტი

61c354883ca54
თამთა ჯიჯავაძე
22.12.21 20:34
609
„ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ გადაგვაგდეს“, - ამის შესახებ „მზესუმზირას“ წარმომადგენელი ვახტანგ ქავთარაძე აცხადებს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამის კლუბების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფება. 

საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობისგან ბევრჯერ მიიღეს გახსნის დაპირება, თუმცა, ამაოდ. ამიტომაც მათი თქმით, ისინი მუშაობას და ღონისძიებების ჩატარებას უარის მიუხედავად გააგრძელებენ.

„წინა კვირას ამ კვირისთვის გადადებული ღონისძიებები ჩატარდება და ჩვენ ვაგრძელებთ ღონისძიებების ჩატარებას, ვინაიდან მათგან მიღებული გარანტიიდან გამომდინარე, ჩვენ ფინანსური ვალდებულებები ავიღეთ ჩვენ თავზე. როდესაც ვეკითხებით: რა ნამუსით ხურავთ კლუბებს, როდესაც სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებს დაანონსებული აქვთ დიდი საახალწლო კონცერტები, არ აინტერესებთ. ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - აცხადებს ვახტანგ ქავთარაძე.

მისივე თქმით, ღამის კლუბები ერთადერთი ინდუსტრიაა, რომელსაც პანდემიის გავრცელებაში არანაირი წვლილი არ აქვს შეტანილი, ვინაიდან პანდემიის გამოცხადებიდან დაკეტილები არიან.

ცნობისთვის, კლუბები პანდემიის დაწყების შემდეგ უმოქმედოდ არიან. სხვადასხვა პერიოდში ისინი მთავრობას გახსნის მოთხოვნით მიმართავდნენ. ბოლო პერიოდში კი მოლაპარაკებების შედეგად, გახსნის გადაწყვეტილების მიღებას 17 დეკემბერს ელოდნენ. თუმცა ასე არ მოხდა. დღესაც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამის მიზეზად ღიბრაძე ვირუსის ახალ შტამს ასახელებს.