"არსებობს სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული ის სამსახურები, რომლებსაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, დანარჩენი ყველა მოექცევა დასვენების რეგულაციებში“, - ასე უპასუხა დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მედიის კითხვას რომელი სექტორები იმუშავებენ/არ იმუშავებენ 4-11 მაისის პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა.
Bm.ge შეეცადა გაერკვია თუ რა ფორმით შეეხება კერძო სექტორს შეზღუდვები ანუ დასვენების დღეები იქნება თუ არა სავალდებულო, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერ ამას არ/ვერ აკონკრეტებენ.
რაც შეეხება ბიზნესს, კერძო სექტორში ფიქრობენ, რომ მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ზუსტად იცოდნენ, თუ როდის, რა ელოდებათ. ასე ფიქრობს, მაგალითად, ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე.
„ჩემი პოზიცია არის ის, რომ სახელმწიფო ეხეთქება კედლიდან კედელს და არყევს ნავს, რომელშიც ვსხედვართ. კოვიდთან მიმართებითაც და სხვა საკითხებზეც ასეა. აბსურდია ერთი მხრივ, მინისტრი გამოდიოდეს და აცხადებდეს - რა კარგია, ტურისტებს ვხედავთ ქუჩებშიო და მეორე მხრივ, ტურისტებს ჩაუკეტო ყველაფერი. ამ ლოგიკით ტურისტები სასტუმროდან უნდა გააგდო და ჩაკეტო ყველაფერი. ჩვენ მაისში სტუმრებს არც ველოდებით, მაგრამ ის, რაც მესმის, ნამდვილად აბსურდია. გადამწყვეტად და აუცილებლად მნიშვნელოვანია, ბიზნესმა დროულად იცოდეს ყველაფერი, რადგან მას საქმიანობის დაგეგმვა სჭირდება“, - განაცხადა საბა კიკნაძემ.
მისი თქმით, ძალიან რთული გადასატანი იქნება ყველასთვის, თუკი ჩაკეტვის და აკრძალვების მსგავსი რამ მოხდა, მითუმეტეს მომსახურების სფეროში.
„ჩვენი ბიზნესისთვის 1-2 თვე საკმარისი არ არის, რომ რამე დაგეგმო, არც სარესტორნო ბიზნესისთვის. გაურკვევლობა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს გელოდეს, არის დამანგრეველი ბიზნესისთვის. მათთვის, ვისაც უკვე მაისი დაგეგმილი აქვს, ჩაკეტვა ნიშნავს, რომ რესტორნები, სასტუმროები ვერ იმუშავებენ“, - განაცხადა საბა კიკნაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება