31.მარტი .2020 18:49

"გადამზიდავი კომპანიების თითქმის ყველა მძღოლი კარანტინშია"- ექსპორტიორების პრობლემები

views 880
უკან

საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო ექსპორტიორ კომპანიებს პრობლემები შეექმნათ.
ბიზნესი რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს, მათ შორის, კერძო სექტორი ლოგისტიკაში არსებულ პრობლემებზეც მიუთითებს. სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს კომპანია “ჯეო ნათსი”, რომელიც თხილის ექსპორტით არის დაკავებული. კომპანიის დამფუძნებელი ჯენერ ბელქანია აღნიშნავს, რომ შექმნილი პრობლემების გამო ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ, თუმცა ამ მდგომარეობას მათი უცხოელი პარტნიორები ფორს-მაჟორად აფასებენ და ვალდებულებებს უვადებენ.

“პრობლემებია დაწყებული თვითონ ფერმერებიდან, რომლებიც თხილს გვაბარებდნენ, დასრულებული ტრანსპორტისა და ლოჯისტიკაში. მაგალითად, პრობლემაა თხილის მოწოდება ფერმერებისგან, თანამშრომლების შეგროვება, რაც შეეხება ტრანსპორტს - თითქმის ყველა მძღოლი 14-დღიან კარანტინზეა და ტრანსპორტის კომპანიებიც ვერ ახერხებენ მძღოლების შეგროვებას და გადაზიდვების უზრუნველყოფას”,- აცხადებს მეწარმე.

მიუხედავად პრობლემებისა, კომპანიას ექსპორტი არ შეუჩერებია. “ჯეო ნათსი” მუშაობას მთავრობის რეკომენდაციებით აგრძელებს. ჯენერ ბელქანია ამბობს, რომ 100 თანამშრომლიდან ადგილზე მხოლოდ რამდენიმე მუშაობს, რადგან 10 პირზე მეტის შეკრება ერთ სივრცეში აკრძალულია. ასევე კომპანია ითვალისწინებს მთავრობის გადაწყვეტილებებს და სამუშაო პროცესი სოციალური დისტანციის დაცვით და პირბადეებით გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა