მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადასახადები რეგიონში რომ რჩებოდეს, ნამახვანს მოსახლეობის მეტი ნაწილი დაუჭერდა მხარს"

61505e8198d51
BM.GE
26.09.21 15:45
873
"ნამახვან ჰესის მიერ გამომუშავებული გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდიოდეს რეგიონალურ ბიუჯეტში და ხმარდებოდეს ქუთაისის და რეგიონის სხვა ქალაქების თუ სოფლების განვითარებას. 100 % ით დარწმნებული ვარ, რომ არანაირი შეფერხება არ ექნებოდა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას მხარს დაუჭერდა,"- ამის შესახებ “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი საკუთარ Facebook-ზე წერს. 

ნამახვან ჰესის არ აშენება, ანაკლიის პორტის შეჩერება და ბევრი სხვა პრობლემა იქიდან მოდის, რომ ჩვენ გვაქვს მმართველობის უნიტარული სისტემა - როცა ყველა გადაწყვეტილება ცენტრში მიიღება და ბიუჯეტიც ცენტრალიზებულია. აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ნამახვან ჰესის მიერ გამომუშავებული გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდიოდეს რეგიონალურ ბიუჯეტში და ხმარდებოდეს ქუთაისის და რეგიონის სხვა ქალაქების თუ სოფლების განვითარებას. 100 % ით დარწმნებული ვარ, რომ არანაირი შეფერხება არ ექნებოდა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მას მხარს დაუჭერდა. ვიღაც იტყვის კორუფციული კონტრაქტი გააფორმაო მათავრობამ ინვესტორთან. შესაძლებელია მართალიც იყოს, თუმცა კორუფციასთან ბრძოლისთვის მხოლოდ დეცენტეალიზაცია არ არის საკმარისი. ამას კოალიციური მმართველობა, პარტიებს შორის სამართლიანი კონკურენცია, თავისუფალი სასამართლო და სამართალდცავი სისტემა სჭირდება. ეს ყველაფერი კი ცვლილებებით მიიღწევა, ცლილებები კი სამართლიანი არჩევნებით,"- წერს თამაზ დაუშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ენერგეტიკაში უმსხვილესმა ინვესტორმა ENKA-მ განაცხადა, რომ მისმა შვილობილმა კომპანია Enka Renewables-მა ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ნახავანჰესის თაობაზე სახელმწიფოსთან არსებულ კონტრაქტს წყვეტს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.

“ENKA Renewables-ი, რომელშიც ENKA İNŞAAT-ი 90%-იან წილს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს აცნობს, რომ მოხდეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა-ფლობა-ოპერირების თაობაზე, 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა/გაუქმება, რის მიზეზსაც კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კომპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.