მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე" - სახალხო დამცველის განცხადება

5e39a01a59359
BM.GE
04.02.20 20:45
943
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

"სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნების ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს. ბავშვთა დაცვისა და სოციალური სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან. ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, არ არის ორიენტირებული შედეგზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე და დროულ პრევენციაზე, შესაბამისად, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში, წლების განმავლობაში არ იცვლება.

ამჟამინდელი სოციალური პოლიტიკის პირობებში, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებში პრობლემურია არასრულწლოვნების თუნდაც ელემენტარული საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი", - აცხადებს სახალხო დამცველი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რევაზ არველაძემ დღეს განაცხადა, რომ "ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ".