მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადაწყვეტილებები არალოგიკურია" - რა კითხვები დარჩა ტურისტულ კომპანიებს მთავრობასთან?

5f05f41d7eed5
ინგა მურუსიძე
08.07.20 21:19
1059
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან, საზღვრებს ხსნის. მთავრობამ იმ წესებზეც ისაუბრა, თუ როგორ შემოვლენ ტურისტები ქვეყანაში, იქნება ეს PCR-ტესტის ჩატარება, თუ მუდმივი კავშირი ქოლ-ცენტრთან.

BM.GE მთავრობის გადაწყვეტილების შესაფასებლად ტურისტულ კომპანიებს ესაუბრა:

ნიკა მანჯგალაძე - თრეველ შოპის დამფუძნებელი: „პირველ რიგში გვაინტერესებს, თუკი ავიარეისები არ იქნება, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი. ასევე კითხვები გვაქვს იმ მიმართულებებზე, სადაც ოდითგანვე არ გვქონდა ფრენები. მაგალითად ლიეტუვას შემთხვევაში ფრენები ჰქონდა „ვიზეარს“ და მას ფრენები შეჩერებული აქვს. ორი ქვეყანა გვრჩება - გერმანია და ლატვია. გარდა ამისა, იმ რეისით ჩამოსულ სხვა მოქალაქეებს რა ელით? მაგალითად, ფრანგებს და ა.შ. ჯერჯერობით ჩვენთვის არაფერი იცვლება. თუ ავიარეისები არ ჩაინიშნა, ჯავშნებს ვერ მივიღებთ. გარდა ამისა, მხოლოდ ჩამომსვლელი ტურისტები არაფერს შველის და ჩვენგან ვინ გაფრინდება უცხოეთში, ამაზე საუბარი რთული თემაა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება კომუნიკაციის საკითხს, მანჯგალაძე ამბობს, რომ არავისთან არ აქვს. “კომუნიკაციას აზრი არ აქვს, ვისაც რა არ უნდა მიწერო, არავინ არაფერი იცის“.

„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე კი ამბობს, რომ კომპანიებს დადებითი მოლოდინები აღარ აქვთ, იმიტომ რომ მთავრობის გადაწყვეტილებები ძირითადად არალოგიკურია.

„დღევანდელი გადაწყვეტილება სავარაუდოდ პირველი შედეგია იმ აქციის, რომელიც ჩვენ გავმართეთ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ავიაკომპანიებთან დაიწყონ მოლაპარაკებები და სხვა ქვეყნებთანაც გახსნან საზღვრები, მხოლოდ ეს 5 ქვეყანა საკმარისი არ არის. ცოტა გაუგებარია, მაგალითად საფრანგეთი რატომ შეიყვანეს ჩამონათვალში იმ ფონზე, რომ საფრანგეთიდან დიდი ტრაფიკი არასდროს გვქონია. მთავრობისგან არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რადგან პროცესები ლოგიკურად არ ვითარდება. მომავალ კვირაში კიდევ ვგეგმავთ აქციის გამართავს და მთავრობას გავაცნობთ ჩვენს ანალიზს, ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთათვისაც საზღვრები უნდა გაიხსნას. ასევე უნდა აღდგეს კომერციული ფრენები რაც აქამდე იყო, თუ ფრენები არ იქნება, „აირზენას“ 1000 დოლარიანი ბილეთებით აქ არავინ ჩამოვა“, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.