გაფართოების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კომერციული ფართები სამჯერ გაიზრდება,- ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ბიზნესგამოცემა TR Business-თან საუბრისას განაცხადა.
"ქუთაისის აეროპორტის გაფართოება საშუალებას იძლევა კომერციული ფართები აეროპორტში 1000 კვ.მეტრით გაიზარდოს და განახლებულ ტერმინალში კომერციული დანიშნულების ობიექტებმა ჯამში 1300 კვ მეტრი ფართობი დაიკავოს. ახალი ტერმინალი 25 ათას კვ. მეტრამდე იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს მგზავრებს სხვადასხვა სახის პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ. აეროპორტის მოგზაურებისთვის მრავალმხრივი არჩევანის საშუალების მიცემის გარდა, ჩვენ ასევე ბიზნესებს შორის სამართლიანი კონკურენციის მოლოდინი გვაქვს. ეს კი პროდუქტებისა და სერვისების მაღალხარისხიანი და მისაღები ფასების გარანტიას ქმნის",-აცხადებს გამოცემასთან თამარ არჩუაძე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს მსოფლიოში მოგზაურობის, დუთი ფრისა და საცალო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციაზე ორიენტირებული ბიზნესგამოცემა TR Business. გამოცემა წერს, რომ სულ მალე ქუთაისს განახლებული, 30 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერმინალი ექნება, რომლის Duty Free მაღაზიის ტენდერზე მალე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.
TR Business წერს, რომ ონლაინ აუქციონებს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ძირითადად კომერციული ვაჭრობისთვის ატარებს. კომპანია პარტნიორებთან მიმართებაში საკმაოდ მოქნილია, მითუმეტეს ახლა, COVID 19-ის გავლენის პირობებში.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ორინეტირებული ჰაბია და ძირითადად ევროპულ წამყვან ლოუ ქოსთებს, Wizz Air-სა და Ryanair-ს ემსახურება. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს აეროპორტი 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2019 წელს აეროპორტიდან კვირაში საშუალოდ ევროპის მიმართულებით 70 პირდაპირი ფრენა ხორციელდებოდა და რეგიონში ევროპაში პირდაპირი რეისების შესრულების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი