26.ოქტომბერი .2020 10:10

"გაფართოვდება ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტები" - რას გვპირდება ქვრივიშვილი?

views 229
უკან

„ჩვენი ტურიზმი აღდგება სწრაფად, განვითარდება მდგრადად, ერთად შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და რა თქმა უნდა, ეს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ჩვენი მიზანია ტურიზმის სექტორი აღდგეს სწრაფად, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყანაში ვუმასპინძლოთ მაღალმხარჯველ ტურისტებს. შედეგად 2024 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს 10 მილიონ 500 ათას საერთაშორისო მოგზაურს და ეკონომიაკში მივიღებთ 6 მილიარდ დოლარს"-ამბობს ქვრივიშვილი.

მისი შეფასებით, მილიონობით ტურისტის მასპინძლობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ შესაძლებლობას და დახვეწილ ინფრასტრუქტურას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში.

„გაფართოვდება ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების ტერმინალი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ, მოვემსახუროთ და ვუმასპინძლოთ 4-ჯერ უფრო მეტ ტურისტებს. შედეგად, 2024 წელს მივიღებთ ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებული. განვაგრძობთ ჩვენი კერძო სექტორის მხარდაჭერას იმიტომ, რომ ეს სექტორი, სამწუხაროდ, განსაკუთრებით დაზარალდა კოვიდ პანდემიის დროს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა