მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაგიკვირდებათ და გაყიდვები გაიზარდა" - BEKO

5fae715bea403
ინგა მურუსიძე
13.11.20 19:00
1290
გაგიკვირდებათ და გაყიდვები გაიზარდა, - ამის შესახებ bm.ge-ს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "ბეკოს" გენერალურმა დირექტორმა, მეჰმეთ მელექმა განუცხადა.

მსხვილი და წვრილი ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი გაყიდვების მატების მიზეზად კარანტინს და მოქალაქეების სახლში დაყოვნებას ასახელებს.

როგორც მეჰმეთ მელექი ამბობს, ადამიანებს სახლში ყოფნისას ტექნიკა დასჭირდათ და შესაბამისად, გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი.

„შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა კარგად არის. კარანტინი ასე თუ ისე დადებითად აისახა ჩვენზე, რადგან ადამიანები სახლში დასხდნენ და ტექნიკა დასჭირდათ, რამაც განაპირობა გაყიდვების მომატება. კარანტინის დროს ონლაინ ვმუშაობდით, ახლა ჩვეულებრივ ღიაა მაღაზიები, თუმცა გაყიდვების ტენდენცია გრძელდება“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, გაყიდვების ზრდა იმასაც უკავშირდება, რომ „ბეკომ“ დაბალი სეგმენტის ბრენდებიც დაამატა და მათი გაყიდვით ინაზღაურებს დანაკლისს.

გარდა ამისა, მეჰმეთ მელექი ამბობს, რომ კომპანიას პროდუქტზე მცირედით ფასების მომატება მოუწია და ეს ძირითადად ვალუტის კურსის გაუფასურებას უკავშირდება.

„კურსი მკვეთრად გაუფასურდა, ამიტომ მოგვიწია ფასის მომატება, მაგრამ მცირედით. დავიკელით მოგების მარჟა, რადგან ადამიანებს ისედაც უჭირს ყიდვა და გვირჩევნია შედარებით მცირე ფასად გავყიდოთ, მაგრამ გაყიდვები გვქონდეს“, - ამბობს მეჰმეთ მელექი.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას ხანდახან ამა თუ იმ პროდუქტზე დეფიციტი აქვს და ეს თავად „ბეკოს“ წარმოების გამო ხდება, რადგან გაზრდილი მოთხოვნის გამო პროდუქციის დამზადებას ვერ აუდის.

კიდევ ერთი მცირე შეფერხება საქართველოში „ბეკოს“ წარმომადგენლობისთვის გამოიწვია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვამ. კერძოდ, როგორც მეჰმეთ მელექი განმარტავს, ადამიანები, რომლებიც ტრაილერებს ჩამოსული ტვირთისგან ცლიდნენ, ხშირად ღამის 22:00, ან 23:00 საათამდე მუშაობდნენ, ხოლო ახლა ადრე უწევთ მუშაობის დასრულება.

„ჩვენი მაღაზიები, რომლებიც მოლებშია 22:00 საათამდე მუშაობდნენ და ახლა გვიწევს მოვერგოთ ახალ გრაფიკს და თავად მოლების შესაბამისად ვამთავრებთ მუშაობას. გარდა ამისა, ტრაილერების დაცლის კუთხით მოგვიწია დათმობა. ტრაილერების დაცლაზე საწყობებში ადამიანები 11,12 საათამდე მუშაობდნენ, ახლა გვიწევს ადრე გავუშვათ და თუ დღეს 3-4- ტრაილერი იცლებოდა, ახლა ნაკლები იცლება. მცირე შეფერხებაა, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული არაფერი“, - განახადა მეჰმეთ მელექმა.