26.ოქტომბერი .2020 21:20

"გაგვიჭირდა თანამშრომლების სრულად შენარჩუნება" – სამრეცხაო კომპანია TLS-ის წარმადობა შემცირდა

views 260
უკან

სამრეცხაო კომპანია TLS-ის წარმადობა დაახლოებით 7-ჯერ შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიაწოდა. როგორც ეკატერინე თორდია ამბობს, კომპანია TLS სასტუმროებს ემსახურება და მათ თეთრეულის გარეცხვის სერვისს სთავაზობს. მისი თქმით, იმის გამო რომ სასტუმროების უმეტესობამ მუშაობა შეაჩერა ან მუშაობს მცირე დატვირთვით, სამრეცხაო კომპანიის შემოსავლები 70-75%-მდე შემცირდა.

“ჩვენი წარმადომა დღიურად იყო დაახლოებით 5-7 ტონა თეთრეული, რომელიც ფაქტობრივად შემცირებულია 1 ტონამდე. შესაბამისად ძალიან გაგვიჭირდა თანამშრომლების სრული რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი დღემდე მუშაობს. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათ და შევუნარჩუნოთ იგივე ხელფასი.

ვთანამშრომლობთ სასტუმროებთან, რომლებიც საკარანტინე სივრცებად მუშაობენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან შემცირდა და ძალიან რთულ ვითარებაში ვართ, როგორც ყველა ის ბინზესი, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული", - აცხადებს კომპანია TLS-ის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, სამრეცხაო კომპანია TLS (TBILISI LAUNDRY SERVICE) 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, სადაც 60 ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა