მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალერია თბილისი“: ნაცვლად 22:00 საათისა, ვიმუშავებთ 20:30 საათამდე, რაც გაყიდვებს შეამცირებს

5faa8ec27c4c2
ინგა მურუსიძე
10.11.20 17:30
1062
უკვე მეორე დღეა ძალაშია მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია. მართალია, სავაჭრო ცენტრები ისედაც 22:00 საათამდე მუშობდნენ, მაგრამ ღამის 10:00 საათის შემდეგ როგორც - ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობის აკრძალვამ გავლენა მოლების სამუშაო საათებზეც იქონია. 

Bm.ge დაინტერესდა, თუ როგორ გადაეწყვნენ ახალ გრაფიკზე სავაჭრო მოლები, რომელთა უმრავლესობა 22:00 საათამდე მუშაობდა. მაგალითად, „გალერია თბილისში“ ამბობენ, რომ სამუშაო საათები 20:30 საათამდე შემცირდა.

„განვაახლეთ სამუშაო საათები და ნაცვლად 22:00 საათისა, ვიმუშავებთ 20:30-მდე. ბუნებრივია, სამუშაო საათების შემცირება, შეამცირებს გაყიდვების მაჩვენებელს, რაც როგორც ჩვენთვის, ისე ობიექტებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. იმედი გვაქვს, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ხელს შეუწყობს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებას და მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს“, - აცხადებენ „გალერია თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რამდენი მლნ-ის შემოსავალი მიიღო "გალერია თბილისმა" 2019 წელს?