მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალერია თბილისი" მოიჯარეებს გადასახადისგან ათავისუფლებს

5fc0fd54686d7
ინგა მურუსიძე
28.11.20 16:20
1504
დღეიდან დიდ ქალაქებში მდებარე სავაჭრო ცენტრები დაიკეტა. თბილისში მდებარე მოლებმა გუშინ განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ორი თვით ჩაკეტვის შემთხვევაში 17 ათასი თანამშრომლის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ.

სრული ჩაკეტვა პრობლემაა მაღაზიებისთვისაც, რომლებიც მოლებში მდებარეობს. მათ მუშაობის უფლება აქვთ ონლაინ, თუმცა მაღაზიები ამბობენ, რომ გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდება.

მოლების მიმართვას არ უერთდება “გალერია თბილისი“, რომელიც მოიჯარეებს გადასახადისგან ათავისუფლებს. ინფორმაცია bm.ge-ს „გალერიას“ მენეჯმენტში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება 135 ობიექტს, რომელშიც ე.წ. კუნძულებიც შედის.

„ვაანალიზებთ, რომ ჩვენთვისაც და ჩვენი მოიჯარეებისთვისაც ფუნქციონირების შეწყვეტა ნიშნავს შემოსავლის შეწყვეტას, ამიტომ ამ პერიოდში მათ ვათავისუფლებთ იჯარის გადასახადისგან. ამავე დროს, ძალიან კარგად გვესმის, რომ შეზღუდვების გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ განაპირობა. ბუნებრივია, ჩვენც მივიღებთ ფინანსურ ზარალს, მაგრამ ასევე ვხვდებით რა ხდება ქვეყანაში - ეს მოცემულობაა“, - განუცხადეს bm.ge-ს „გალერეა თბილისის“ მენეჯმენტში.

ინფორმაციისთვის, თავად „გალერია თბილისის“ მენეჯმენტში 27 ადამიანია დასაქმებული, ხოლო მოიჯარეებს 1000-მდე თანამშრომელი ჰყავთ.