მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალფი" covid-19-თან მებრძოლი ექიმების მხარდაჭერას აგრძელებს

5f8159c6f0469
BM.GE
10.10.20 11:10
1980
"გალფი" აგრძელებს კოვიდ 19-თან მებრძოლი ექიმების მხარდაჭერას და ამჯერად კომპანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკისა და ჯვარის ამბულატორიის 35 თანამშრომელს დაეხმარა.

როგორც bm.ge კომპანიიდან აცნობეს თითოეულ მედპერსონალს კოვიდ 19-თან ბრძოლისთვის ფულადი პრემია ჩაერიცხა.

"აღნიშნულ კლინიკებს განთავსებული აქვთ საველე ჰოსპიტლები ქვეყნის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თითოეულ პირს უტარდება თერმოსკრინინგი და პირველადი სამედიცინო დახმარება", - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ რომ კომპანია "გალფმა" გაზაფხულზე, როდესაც პანდემიის პირველი ტალღა მიმდინარეობდა, 696 ექიმს, ექთანს, სანიტარს და სხვა სამედიცინო პერსონალს ბონუსის სახით 271,000 ლარი ჩაურიცხა.