20.დეკემბერი .2019 14:08

"გალფის" ქსელში ჩასხმული საწვავიდან 3 თეთრი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახებისთვის შეგროვდება

views 523
უკან

"გალფის" ქსელში ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, "გალფ კლუბის" ბარათით თითოეული შეძენილი ლიტრიდან 3 თეთრი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რაც წინასაშობაოდ საქართველოს მასშტაბით 100-მდე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს მოხმარდება. კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა www.bavshvebistvis.com სადაც ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს.

"წელს როგორც არასდროს ვეცადეთ მოგვეფიქრებინა ისეთი რამ, რაც ჩვენს ბავშვებს გაახარებდა და მათ მშობლებს შეუმსუბუქებდა ცხოვრებას. შევაგროვეთ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სია და ჩვენს მომხმარებელთან ერთად შევძლებთ მათ დახმარებას.

ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გალფმა გადაწყვიტა წელსაც გაგხადოთ ამ ჯადოსნური სასწაულის მონაწილე!

31 დეკემბრამდე გალფ კლუბის ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი, გადაირიცხება კამპანიის ფონდში და ჩვენი მომხმარებლის ჩართულობით ჩვენ ასამდე უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დავეხმარებით.

მათ მისამართებზე ჩასვლას 5-6 იანვარს ვფიქრობთ, რომ შობისთვის ადგილზე იყოს ყველა ის დახმარება, რის მობილიზებასაც 31 დეკემბრის ჩათვლით შევძლებთ“. გარდა ამისა „გალფის“ ცენტრალურ ავტოგასამართ სადგურებზე განთავსდა სპეციალური ყუთები წარწერით - #ბავშვებისთვის, სადაც ნემისმიერ მსურველს შეუძლია დატოვოს საჩუქრები, ტანსაცმელი, არა მალფუჭებადი პროდუქტი და გაუხალისოთ ახალი წელი, მათ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება", – აცხადებს გალფის" მარკეტინგის დირექტორი და ვიცე–პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა